პირველადი ჯანდაცვის საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICPC2) გამოყენების შესახებ ტრენინგის პირველი ეტაპის დასრულება აღინიშნა

2009 მაისის თვეში დაიწყო ტრეინინგების სერია, რომელიც მიზნად ისახავდა მონაწილეებს მიეღოთ ინფორმაცია ამბულატორიულ მომსახურებაში, პირველადი ჯანდაცვის საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICPC2) გამოყენების შესახებ. 3 თვის მანძილზე ტრენინგის კურსი გაიარა 28 ჯანდაცვის ობიექტის 130-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2009 24 ივლისს, საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის – CoReform ეგიდით უმასპინძლა დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც გაიმართა ჰოსპიტალური, ამბულატორიული და ლაბორატორიული ინტერვენციის კლასიფიკაციის …

Continue Reading

თანამშრომლობა ჯანდაცვის სისტემის გარდაქმნისთვის საქართველოში – CoReform პროექტი, 2004-2009

2004 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტის „თანამშრომლობა ჯანდაცვის სისტემის გარდაქმნისთვის საქართველოში“ განხორციელება. პროექტი დასრულდა 2009 წლის სექტემბერში. პროექტის ფარგლებში საქრთველოს მთავრობას გაეწია ტექნიკური დახმარება საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის და გამჭირვალობის გაუმჯობესების მიზნით. პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს მთავრობის დახმარებას ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის, რეპროდუქციული ჯანდაცვის, ოჯახის დაგეგმვის და ეროვნულ დონეზე ჯანდაცვის დაწესებულებების გაუმჯობესებაში შრომის, ჯანმრთელობის და …

Continue Reading

დიარეული დაავადებების კონტროლი ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში

პროექტი განხორციელდა 2007 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის დეკემბრამდე შემდეგ ორგანიზაციებთან პარტნიორობით: დაავადებათა კონტროლის და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრი, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული განყოფილება. პროექტი დააფინანსა ორგანიზაციამ PATH. პროექტი მიზნად ისახავდა დიარეული დაავადებების კონტროლის ინიციატივის გაძლიერებას საქართველოში და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების დახმარებას მათ მიერ დიარეული დაავადებების კონტროლის ეროვნული გეგმების განხორციელებაში. …

Continue Reading

შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პროექტის გავლენა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზე

შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პროექტის გავლენა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზე ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების კვლევის ალიანსის (HPSR) მიერ დაფინანსებული პროექტი განხორციელდა 2006 – 2008 წლებში საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მიერ. კვლევა წარმოადგენს საქართველოში 2004 წელს განხორციელებული საბაზისო კვლევის გაგრძელებას, რომელიც ეროვნულ ჯანდაცვის სისტემაზე გლობალური ფონდის აივ/შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის პროექტის (GFATM) გავლენის შესახებ SWEF კვლევის პროტოკოლის შესაბამისად …

Continue Reading

კონტროლის გაძლიერება, საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების და შესყიდვების დაგეგმვა საქართველოში ფრინველის გრიპთან საბრძოლველად

პროექტი დააფინანსა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის წარმომადგენლობამ და განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ჯანდაცვის შესაბამისი ტექნოლოგიის პოგრამასთან (PATH) ერთად. პროექტის ძირითადი პარტნიორები იყვნენ: შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი (DPH), დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდი, მსოფლიო ბანკი, საფრთხის შემცირების სააგენტო (DTRA), აშშ-ს ჯანდაცვის და ადამიანთა უფლებების დეპარტამენტი/აშშ-ს …

Continue Reading

პირველადი ჯანდაცვის მომსახურების გაძლიერება აზერბაიჯანში

პირველადი ჯანდაცვის მომსახურების გაძლიერების პროექტი განხორციელდა 2005 წლის სექტემბრიდან – 2007 წლის სექტემბრამდე ორგანიზაციათა კონსორციუმის მიერ, რომელსაც სათავეში საერთაშორისო სამედიცინო კორპუსი ედგა. პროექტი განხორციელდა Abt. Associates Inc.-თან, საერთაშორისო ფონდ„კურაციოსთან“ და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის კომუნიკაციის პროგრამების ცენტრთან თანამშრომლობით. პროექტის ფარგლებში აზერბაიჯანის მთავრობას გაეწია ტექნიკური დახმარება ქვეყნის პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში. პროექტი შედგებოდა ოთხი კომპონენტისგან: პირველადი ჯანდაცვის მომსახურების …

Continue Reading

თემზე დაფუძნებული ჯანმრთელობის დაზღვევა

პროექტი „თემზე დაფუძნებული ჯანმრთელობის დაზღვევა“ დააფინანსა იაპონიის სოციალური განვითარების ფონდმა და განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ 2003 წლის სექტემბრიდან – 2007 წლის სექტემბრამდე. პროექტის მიზანი იყო თემზე დაფუძნებული ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამების განხორციელების შესაძლებლობის და ეფექტიანობის შემოწმება.პროგრამები საქართველოში შერჩეულ თემებში განხორციელდა. კერძოდ, პროექტის მიზანი იყო: საზოგადოების მონაწილეობის გააქტიურების საშუალებით ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მოსახლეობის ღარიბი და სოციალურად დაუცველი ჯგუფების დაფინანსების უზრუნველყოფა; …

Continue Reading

საქართველოში ეროვნული იმუნიზაციის პროგრამის გაუმჯობესებაზე მხარდამჭერი მეთვალყურეობის გავლენა

პროექტი დააფინანსა კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, საერთაშორისო განვითარების კვლევითმა ცენტრმა (CIDA/IDRC) და განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ტორონტოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროექტის ხანგრძლივობა 2004 წლის ივლისი – 2006 წლის მარტი. კვლევა მიზნად ისახავდა „მხარდამჭერი მეთვალყურეობის“ იმუნიზაციის პროგრამის განხორციელებაზე გავლენის დოკუმენტურად ასახვას საქართველოში რაიონულ დონეზე. ინტერვენციის პაკეტი შემდეგი ქმედებებისგან შედგებოდა: სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემუშავება, ტრენინგი რაიონულ დონეზე, უწყვეტი მეთვალყურეობა და მხარდაჭერა, მონიტორინგი და შეფასება, …

Continue Reading

ჯანმრთელი ქალები საქართველოში

პროექტი „ჯანმრთელი ქალები საქართველოში“ დააფინანსა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ და განახორციელა ჯონ სნოუს კვლევისა და სწავლების ინსტიტუტმა (JSI) საერთაშორისო ფონდ „კურაციოსთან“, პროექტთან „გადავარჩინოთ ბავშვები“ და საქველმოქმედო ფონდ „ორთოსთან“ თანამშრომლობით. პროგრამა მიმდინარეობდა 2003 წლის სექტემბრიდან – 2006 წლის ივლისამდე. პროექტი მიზნად ისახავდა ქალების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას საქართველოში. პროექტი „ჯანმრთელი ქალები საქართველოში“ განხორციელდა იმერეთის რაიონის შერჩეულ ობიექტებში, აგრეთვე ათ ამბულატორიაში პირველადი ჯანდაცვის დონეზე. …

Continue Reading

სათემო ინვესტირების პროგრამა – დასავლეთი

„სათემო ინვესტირების პროგრამა – დასავლეთი“ დააფინანსა „ბრიტიშ პეტროლიუმმა“/“ქეა ინტერნეიშენალმა“. პროგრამა განხორციელდა 2003 წლის მარტიდან 2005 წლის დეკემბრამდე შემდეგ ორგანიზაციებთან პარტნიორობით: “ქეა ინტერნეიშენალი“, “კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი” (ICCN), „ტექნიკური დახმარება საქართველოში“ (TAG), კონსტანტა და საერთაშორისო ფონდი „კურაციო“. პროექტის ფარგლებში საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ პასუხს აგებდა ჯანდაცვის სპეციალისტების ტრენინგზე სოფლის ამბულატორიებში (ექიმები და ექთნები) სხვადასხვა ჯანდაცვის საკითხებზე, მაგ.: ორსულობის დროს მეთვალყურეობა, …

Continue Reading

Copyright 2025 by ThemesCamp All Rights Reserved.